The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი აბაშიძე

დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1909  (115 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ჭიათურის რაიონის სოფელ ზედა რგანში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს.

1931–1935წწ. და 1938–1941წწ. მუშაობდა აკადემიკოს გ. მუხაძესთან; 1938–1939წწ. მონაწილეობდა ხალხინ–გოლის ბრძოლებში: 1942–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1947–1951წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1958–1970წწ. განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის ფთიზიოქირურგიულ კადედრას; 1970–1984წწ. განაგებდა მის მიერვე შექმნილ პირველ პულმონოლოგიის კათედრას; 1984წ. ამავე კათედრის პროფესორი; დაამუშავა ფილტვის ზოგიერთი ოპერაციის ახალი ანატომიერი საფუძვლები; აღწერა ფილტვის რეზექციის ორიგინალერი მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1956), პროფესორი(1958).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია