The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერაბ აბაშიძე

მერაბ აბაშიძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1950
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 2000  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1975 წელს.

ექიმი/მწერალი

მ. აბაშიძე წერდა ლექსებს, მოთხრობების წერა 19 წლის ასაკში დაიწყო. პირველი მოთხრობაა "აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!", მას მოჰყვა "პოეზიის ხანძრის ქალიშვილი", "წყალში გადაყრილი მიხაკები". მწერლის მოთხრობები პირველად ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია, შემდგომ ჟურნალ "მნათობში", "მერანში". სხვადასხვა დროს გამოცემულია მწერლის ნაწარმოებები – "აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!", "ცეროდენა ანგელოზი", "ჯვარი". მოთხრობები თარგმნილია რუსულ ენაზე. მწერლის შემოქმედების მიხედვით გადაღებულია სამი ფილმი – "აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!", "სერაფიტა", "მეთევზე"; დადგმულია სპექტაკლები და რადიო-სპექტაკლები. 2001 წელს გამოიცა ორტომეული, რომელშიც მ. აბაშიძის სრული შემოქმედებაა თავმოყრილი.

ბიბლიოგრაფია