The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გივი აბდუშელიშვილი

დაბადების თარიღი:2 მაისი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:დიეტოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1942 წელს.

სამხედრო სამსახურში ყოფნისას მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე; 1962-1965წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კვების ლაბორატორიის გამგე; 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ სპეციალისტად დიეტოლოგიაში. 1974-1988წწ. იყო გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1988 წლიდან დირექტორის მრჩეველი; კვლევის საგანი მოსახლეობის  კვებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა; საკვები პროდუქტების გაუვნებელყოფა; აგრეთვე ცილის ახალი წყაროების სამედიცინო ბიოლოგიური შეფასება; შეიმუავა და პრაქტიკაში დანერგა სხვადასხვა პროფესიის პირებისათვის კვების დღიური ნორმები, რეკომენდაციები; სიმსუქნის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის შედგენილი აქვს ქართული კერძების რეცეპტები და სხვა; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "სამკურნალო კვება ზოგიერთი დაავადების დროს"(1971),  "კვება ქრონიკული გასტრიტების დროს"(1978), "ზოგიერთი ალიმენტური კანცეროგენული ფაქტორები და ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკა"(1979), "სამკურნალო კვება"(1993). ჰიგიენისტი, ექიმი-დიეტოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1986): პროფესორი(1987).

საკანდიტატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატის ზოგიერთი ცილების მაჩვენებლების მდგომარეობა სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს", დაიცვა 1958 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მოსახლეობის კვების ჰიგიენური ასპექტები", დაიცვა 1985 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იგიენისტთა რესპუბლიკის სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - ხალხთა მეგობრობის ორდენი

ბიბლიოგრაფია