The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გულნარა აბულაძე

გულნარა აბულაძე
Date of birth:1949  (75 years)
Category:Cardiologist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1965წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი პათოფიზიოლოგიისა და პათანატომიის სპეციალობით;   1967–1977წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გულის ქირურგიის განყოფილების თერაპევტი; 1967–1978წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979 წელს მოსკოვში ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ინსტიტუტში გაიარა სადოქტორო დისერტაციის აპრობაცია: "შეუღლებული რევმატიული მანკების   ჰემოდინამიკური და მიოკარდიუმის შეკუმშვითი უნარის ცვლილებები". აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის გულის რიტმისა და გამტარებლობის დარღვევის სამსახურის ხელმძღვანელი; ეწევა სამეცნიერო-პრაქტიკულ მოღვაწეობას საერო სამედიცინო ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ინსტიტუტ "ვითაში". უმაღლესი კატეგორიის სერთიფიცირებული ექიმი; საერთაშორისო კონგრესების ორგანიზატორი. ავტორია სახელმძღვანელოების, გაიდლაინებისა და 72 სამეცნირო ნაშრომისა გულის შეძენილი მანკების, პათოფიზიოლგიისა, გულის უკმარისობის არითმიის აქტუალურ პრობლემებზე; არის რამდენიმე ევროპული პროგრამის კოორდინატორი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "წინამდებარე ჯირკვლის მორფო-ჰისტოქიმიური თავისებურებანი". არის კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინამდებარე ჯირკვლის მორფო–ჰისტოქიმიური თავისებულებანი", დაიცვა 1967 წელს.   

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგიის არითმიის სამუშაო ჯგუფი, თავმჯდომარე

Bibliography