The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლეილა აბულაძე

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1929  (96 წლის)
კატეგორია:ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1955–1956წწ. იყო გუდაუთის საკურორტო პოლიკლინიკის ექიმი–ორდინატორი; 1956–1958წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1959–1962წწ. ასპირანტი; 1964 წელს ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1996წწ. ფიზიოთერაპიული განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდან ფიზიოთერაპიული განყოფილების გამგე. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის, 10 მეთოდური რეკომენდაციის, 8 რაციონალიზატორული წინადადებების, სხვადასხვა დაავადებების ფიზიოთერაპიული მკურნალობის შესახებ. ექიმი-ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუმისის ლამის ტალახის და თბილისის თერმულ–გოგირდოვანი წყლით ნაწლავების წყალქვეშა გამორეცხვების გავლენა ღვიძლის ზოგიერთ ფუნქციაზე ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს", დაიცვა 1968 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - უმაღლესი კატეგორიის ექიმი–ფიზიოთერაპევტი