The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ვაჟა აგლაძე

ვაჟა აგლაძე
Date of birth:16 February, 1960  (64 years)
Category:Cardiologist

Biography

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983 წელს გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (სპეციალობით - კარდიოლოგი). 1983–1985წწ. იყო აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1985–1991წწ. ამავე ინსტიტუტის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმი; 1985–1991წწ. ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1994–2999წწ. დააფუძნა შპს "კარდიოექსპრესი"; 2000 წლიდან სასწრაფო დახმარების სამსახურის შპს "კარდიოსერვისის" დამფუძნებელი და დირექტორია; 2001 წელს გაიარა ინტერნატურის კურსი ავსტრიაში; 2002 წლიდან ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის სამედიცინო სამსახურის ექიმია; 2004 წლის სექტემბრიდან საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება სამუშაო ჯგუფის - "მწვავე კარდიული პათოლოგიების მართვა"-ხელმძღვანელია; 2012 წლიდან მუშაობს ახალციხის რეგიონალურ  საავადმყოფოში; 2013 წლიდან კლინიკაში "ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია" ექიმი კარდიოლოგია; კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდის ინფარქტის უმწვავეს ფაზაში რეგისტრირებული სტანდარტული ელექტროკარდიოგრამის ზოგიერთი პარამეტრის მნიშვნელობა ნევროზის საბოლოო ზომის პროგნოზირებისათვის", დაიცვა 1999 წელს.

Member of Organizations

  • ასოციაცია "საქართველოს კარდიოლოგია – XXI საუკუნე", წევრი
  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება სატელიტი "მწვავე კარდიული პათოლოგიების მართვის ასოციაცია", წევრი (2005-)
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

Bibliography

Contacts Information

  • Business
    IQ Clinic / IQ კლინიკა
    Address:თბილისი, ვაჟა-ფშაველას 104
    Phone:+995 32 2 937 137; 2 937 037
  • Business
    ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია
    Address:თბილისი, ფალიაშვილის 15