The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვახტანგ ალადაშვილი

დაბადების თარიღი:13 მაისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1986  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს.

1971 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა N1 კათედრის გამგე. შეისწავლიდა შინაგანი დაავადებების, ძირითადად ქრონიკული გასტრიტის, ათეროსკლეროზის, ცხიმების ცვლის მოშლის საკითხებს. სამედიცინო პრაქტიკაში დანერგა ღვიძლისა და კუჭის დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდები, ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული სამკურნალო საშუალებები, თიხა "ასკანე", უალკოჰოლო ღვინო.  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964). 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართული ენციკლოპედიის მედიცინის რედაქციის სამეცნიერო საბჭოს თერაპიის სექცია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია