შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გენრიხ ალბოროვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955–1956წწ. იყო პერმის ოლქის ქირურგი; 1956–1958წწ. სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1958–1960წწ. ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ინსტიტუტის ტრავმატოლოგი; 1960–1972წწ. ნეიროქირურგი; 1973 წლიდან ხერხემლის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს, ხერხემლის ტრავმებს. ვერტებროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ხერხემლის სექტორის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხერხემლის პირველადი სიმსივნეები", დაიცვა 1970 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |