შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1965 წელს. 1965–1967 წლებში იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ექიმი. 1968–1980 წლებში მუშაობდა მოსკოვში ა. ბაკულევის სახელობის გულის ქირურგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1981 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ჩვილ ბავშვთა გულის ქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგე. ვლადიმერ ალექსი–მესხიშვილმა შეისწავლა გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის, ოპერაციის შემდგომი ინტენსიური თერაპიის, გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკისა და პათოფიზიოლოგიის, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის პათოფიზიოლოგიის საკითხები და სხვ. 1989 წლიდან მუშაობს გერმანიაში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1979), პროფესორი(1989), კარდიოქირურგი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |