The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვლადიმერ ანთაძე

ვლადიმერ ანთაძე
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1898
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1990  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:მიკრობიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1937–1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. 1974–1986 წლებში ამ კათედრის პროფესორ–კონსულტანტი. 1944–1960 წლებში თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1960–1973 წლებში კონსულტანტი. იკვლევდა სამხარეო ინფექციურ სნეულებათა ეტიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, იმუნოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის საკითხებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1940), პროფესორი(1940).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1944-1987)
  • სსრკ ი. მეჩნიკოვის სახელობის ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა საზოგადოება, საპატიო წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • ბრუცელოზი : ეპიდემიოლოგიური ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, საქმედგამი, 1947. - 210 გვ.