The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირინე ანთაძე

დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961–1962წწ. იყო მარნეულის საავადმყოფოს კლინიკო–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგე; 1963–1965წწ. მცხეთის საავადმყოფოს ექიმი–ფიზიოთერაპევტი; 1965–196წწ. თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–მუშაკი; 1966–1969წწ. ასპირანტი; 1969–1972წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1977წწ. სწავლული მდივანი; 1977 წლიდან უფროსი მეცნიერ–მუშაკი. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის. ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. ექიმი ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Sh Flexneri-ის ფაგომდგრადი მუტანტების ბიოლოგიური თვისებების შეწავლა", დაიცვა 1977 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გენეტიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მიკრობიოლოგთა საზოგადოება, წევრი