The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გივი ანთელავა

დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1922
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 1989  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1943 წელს.

1943–1945 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ამბულატორიის გამგედ. 1967–1987 წლებში იყო იყო რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 1987 წლიდან იყო რესპუბლიკის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის მთავარი ექიმი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული ექიმი