Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ჯიმშერ ანთელავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს. 1955–1958 წლებში მუშაობდა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრაზე. 1963–1967 წლებში იყო თბილისის, ხოლო 1973–1980 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ოფთალმოლოგი. 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრას. 1974–1987 წლებში იყო საქართველოს მიკროქირურგიის ცენტრის, ხოლო 1979–1987 წლებში ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. მან შეისწავლა კოლაგენოპლასტიკა თვალის რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, კვანტურ თერაპია ულტრაიისფერი სხივებისა და ლაზერის დასხივებით. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა ოპერაციების ახალი მეთოდები ბადურა გარსის ჩამოცლის, დიაბეტური რეტინოპათიისა და გლაუკომის დროს, აგრეთვე ვ. ფიოდოროვის მიერ შემუშავებული ხელოვნური ბროლის გადანერგვის ოპერაცია. მისი ინიციატივით აშენდა ახალი რესპუბლიკური თვალის სნეულებათა საავადმყოფო, რომლის ბაზაზე შეიქმნა რესპუბლიკის ოფთალმოლოგიური ცენტრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1965). Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |