The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თენგიზ ირაკლის ძე ხუციშვილი

თენგიზ ირაკლის ძე ხუციშვილი
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:28 მაისი, 1986  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა დაბა თიანეთში. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის სრული კურსი. ამის შემდეგ მან მუშაობა დაიწყო თბილისის რესპუბლიკურ თვალის სნეულებათა საავადმყოფოში, ხოლო 1949-1952 წწ. თელავის რაიონული საავადმყოფოს თვალის ექიმია. 1953-1955 წლებში თენგიზ ხუციშვილი მუშაობდა ამავე საავადმყოფოს მთავარ ექიმად, შემდეგ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალობის მიხედვით. იგი 1968 წლიდან გარდაცვალებამდე  იყო თელავის რაიონული პოლიკნინიკის ოფთალმოლოგი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 სექტემბრის ბრძანაბულებით თენგიზ ხუციშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ექიმის საპატიო წოდება.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს დამსახურებული ექიმი