The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ოთარ ანჯაფარიძე

ოთარ ანჯაფარიძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1920
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 1996  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ბათუმში.

1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედივინო ინსტიტუტი.

1943–1946 წლებში იყო ბათუმის სანეპისადგურის მთავარი ექიმი. 1946 წლიდან მუშაობდა მოსკოვის სხვადასხვა სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებში. 1963–1965 წლებში იყო სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ბაქტერიული და ვირუსული პრეპარატების წარმოების მთავარი სამმართველოს უფროსი. იგი იყო მოსკოვის ვირუსული პრეპარატების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ერთ–ერთი დამაარსებელი და დირექტორი 1953–1963 წლებში და 1965 წლიდან. 1976–1990 წლებში იყო რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ჰიგიენის, ეპიდემიოლოგიის და მიკრობიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი. იგი შეისწავლიდა ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტს და პოლიომელიტის, ცოფის, ენცეფალიტის, წითელას, ყვავილისა და სხვა ინფექციურ  დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების მეცნიერულ საფუძვლებს, იკვლევდა ვირუსული ინფექციის ქრონიკული ფორმების ჩამოყალიბების უჯრედოვან მექანიზმს, ადამიანის ლევკოზის ვირუსულ ეტიოლოგიას და კანცეროგენეზის მექანიზმს. იყო ჟურნალ "Acta virusologica"-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე და ჟურნალ "Вопросы вирусологии"–ის მთავარი რედაქტორი 1990 წლიდან. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1964), პროფესორი(1967), ვირუსოლოგი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის ბიოტექნოლოგიის აკადემია, აკადემიკოსი (1990-)
  • რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1971-)
  • რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდიუმის მრჩეველი (1990-)
  • რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინებისა და შრატების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე
  • უჯრედთა კულტურების საერთაშორისო კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი