The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი არველაძე

დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982–1991წწ. იყო ქუთაისის ავტოქარხნის მედიკო–სანიტარული ნაწილის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1987–1991წწ. ამავე საავადმყოფოს გათავისუფლებული პროფ. კომიტეტის თავმჯდომარე; 1992–1995წწ. ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტის "ქუთაისის" რექტორი; 1995–1998წწ. პრორექტორი სამედიცინო დარგში; 1999 წლიდან ისევ ინსტიტუტის რექტორია. ავტორია 30–მდე სამეცნიერო ნაშრომის. თანაავტორია სახელმძღვანელოსი: "ნერვული სისტემის თანდაყოლილი დაავადებები"(1994). ექიმი–ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეპენდიმის განელადობის საკითხისათვის ეთანოლის სხვადასხვა დოზის ერთჯერადი ზემოქმედებისას", დაიცვა 1997 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ–ის ნევროლოგთა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი