შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
სოკრატ არშბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს. მუშაობდა ქალაქ თბილისის სამკურნალო დაწესებულებებში, 1945 წლიდან იყო სოხუმის მეორე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1949 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. 1964 წლიდან განაგებდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. შეისწავლიდა საქართველოს მინერალური წყლების უროლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოყენების, შარდკენჭოვანი დაავადებისა და თირკმლის უკმარისობის საკითხებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1955), პროფესორი(1961). ქირურგ-უროლოგი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |