The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



დავით ტვილდიანი

დავით ტვილდიანი
Date of birth:14 February, 1930
Date of death:23 November, 2010  (at 80 years)
Category:Cardiologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რცხმელური, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.

1958–1961წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1963 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1961–1969წწ. ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1969–1973წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო, 1973–1975წწ. პედიატრიული ფაკულტეტებისა და საფაკულტეტო თერაპიის კათედრის პროფესორი; 1975–1989წწ. პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1989–2000წწ. სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1972–1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 1989–1995წწ. პრორექტორი სასწავლო დარგში. არის 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის – 3 გამოგონების, 12 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოების.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის მექანიკური გაღიზიანების გავლენა გულზე", დაიცვა 1958 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევის მოშლის მოდელირება და მისი პათოგენეზის საკითხები", დაიცვა 1965 წელს.

Member of Organizations

  • ხარისხის მიმნიჭებელი კარდიოლოგიური სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (1995-2000)
  • ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა სასერტიფიკაციო კომისია, თავმჯდომარე (1998-2000)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს განათლების სამინისტროს პრემია
  • 1989 - მილანის უნივერსიტეტის მედალი
  • 1966 - სტოკჰოლმის მედიკო–ქირურგიული აკადემიის მედალი

Bibliography