შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
არჩილ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაიბდა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს. 1957–1960წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; ასპირანტურის დამთავრებისა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოპოვების შემდეგ მოღვაწეობდა ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად; 1973–1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი; 1987–2004წწ. ამავე კათედრის გამგე; 1975–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1985–1991წწ. ამავე ინსტიტუტის რექტორი. ავტორია ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ასევე ერთი მონოგრაფიისა: "კვებითი მოქმედების ნეირო–ჰუმორული მექნიზმები". მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. ექიმი–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თავის ტვინის ღეროს როლი კუჭის სეკრეციული მოქმედების რეგულაციაში", დაიცვა 1963 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კვებითი მოქმედების ნეირო–ჰუმორული მექანიზმები", დაიცვა 1972 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |