The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გულიკო სერგოს ასული ჭავჭანიძე

გულიკო სერგოს ასული ჭავჭანიძე
Date of birth:12 November, 1933
Date of death:23 November, 2007  (at 74 years)
Category:Parasitologist

Biography

დაიბადა ქ. ხონში. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1953 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. რუსთავში უბნის თერაპევტად.
   1965 წლიდან მუშაობა დაიწყო ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო       პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ელექტრონული მიკროსკოპიის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ გადაყვანილ იქნა ამავე ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებაში ორდინატორად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. მის მიერ შესრულებულია სამი სამეცნიერო ნაშრომი პარაზიტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. 
   მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკულ მედიცინის დარგის განვითარებაში აქტიური მონაწილეობისათვის იგი 2005 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

Awards and Honors

  • 2005 - ღირსების ორდენი (ნომინანტი)
    სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკულ მედიცინის დარგის განვითარებაში აქტიური მონაწილეობისათვის