The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ ასიპოვი

დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1952  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1900 წელს.

1901 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ხელმძღვანელობდა ყელ-ყურის განყოფილებას; პირველმა დანერგა საქართველოში ოტოლარინგოლოგიური ავადმყოფების ქირურგიული მკურნალობა; 1908–1910წწ. მუშაობდა პროფესორ ნ. სიმანოვსკისთან პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში; 1909 წელს ასპისოვმა შემოიღო ლაბირინთის ფუნქციის გაგრილებული ჰაერით გამოკვლევის ახალი მეთოდი, რისთვისაც დაამზადა სპეციალური პორტატიული აპარატი, ამ მეთოდმა საერთო აღიარება პოვა; 1909 წელს პირველად საქართველოში ამოიღო ბრონქებიდან უცხო სხეული, რითაც დასაბამი მისცა ჩვენში ბრონქო-ეზოფაგოსკოპიას; 1910 წლიდან მუშაობდა საზღვარგარეთ ევროპის გამოჩენილ ოტოლარინგოლოგებთან (ა. პოლიცერთან, ვ. ურბანჩიჩთან და სხვ.); 1914 წლიდან განაგრძო მუშაობა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში; 1922–1952წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ოტოლარინგოლოგიის კათედრის გამგე. ასპისოვმა შეისწავლა ლაბირინთის გაღიზიანების გავლენა ელექტროენცეფალოგრამაზე, დაადასტურა ვესტიბულარული აპარატის წარმომადგენლობა დიდი ტვინის ქერქში. 1932 წელს დააარსა საქართველოს ოტოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარე იყო გარდაცვალებამდე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1910).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ოტოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე