The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე ბაკურაძე

ალექსანდრე ბაკურაძე
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:4 მაისი, 1987  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რეხა, წალკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს.

1934 წელს მუშაობა დაიწყო ლენინგრადში აკადემიკოს ი. პავლოვისა და ე. ლონდონის ლაბორატორიაში; 1945 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრას; 1966 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პრიმატების ქცევის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგე;  1969–1975წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; დაამუშავა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციების შესწავლის მეთოდები, შეისწავლა ამ სისტემის ნერვული სარეგულაციო მექანიზმები. შეადგინა (ი. ბერიტაშვილთან ერთად) სახელმძღვანელო "ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის პრაქტიკუმი" (1966). ფიზიოლოგი, ივანე ბერიტაშვილის ნეიროფიზიოლოგიის სკოლის წარმომადგენელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1948).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1955-1987)
  • საქართველოს ფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე (1952-1956)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია