The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლელა ბაქანიძე

ლელა ბაქანიძე
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1979 წელს.

1979–1988წწ. იყო შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის განსაკუთრებით საშიში ვირუსული ინფექციების ლაბორატორიის ექიმი–ვირუსოლოგი; 1988–1992წწ. ამავე სადგურის ექიმი–ვირუსოლოგი; 1992–1998წწ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ელ. მიკროსკოპის ლაბორატორიის გამგე; 1998 წლიდან ამავე ცენტრის საინფორმაციო ცენრტის გამგე. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ვირუსების სტრუქტურას და მორფოლოგენეზს. დასტამბული აქვს ერთი მონოგრაფია. არის ექიმი–ვირუსოლოგი, მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ტოგა და რეტროვირუსის სტრუქტურა და მორფოგენეზი და შერეული ინფექციების პირობები", დაიცვა 1988 წელს მოსკოვში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეპიდემიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მიკრობიოლოგთა საზოგადოება, წევრი