The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ზვიად ბახუტაშვილი

ზვიად ბახუტაშვილი
Date of birth:27 July, 1962  (61 years)
Category:Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: თეთრიწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს.

1986–1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1988–1991წწ. მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1993 წელს საქართველოში პირველად შეასრულა აორტო–კორონარული შუნტირება. 2000 წლიდან დღემდე  ჩაფიძის ცენტრის გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელია. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ძირითადად ეხება გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის პრობლემებს. არის გულ–სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხელოვნური სისხლის მიმოქცევით მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის დროს გართულებების რისკი მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ", დაიცვა 1992 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის გულ-მკერდის ქირურგიის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია, პრეზიდენტი