The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნუნუ ბერიძე

ნუნუ ბერიძე
Date of birth:1 August, 1949  (75 years)
Category:Endocrinologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ლენინგრადის ი. პავლოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1978წწ. იყო თბილისის 26–ე პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1978–1986წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის ნივთიერებათა ცვლის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის და ჰიპერტენზიის რისკის ჯგუფების გამოვლენას ჯანმრთელ მოსახლეობაში, სიმსუქნისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრობლემებს, ორსულთა დიაბეტს. ექიმი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინსულინის, გლუკოზის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ტრიგლიცედების დონე სხვადასხვა ტიპის სიმსუქნის დროს", დაიცვა 1985 წელს.