შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ოთარ ბრეგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1989 წელს. 1989–1991წწ. მუშაობდა გარდაბნის რაიონულ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში; 1991–1994წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრაზე; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტია. ავტორია 18 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ყბა–სახის ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი–სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქვედა პროგნათიის ქირურგიული მკურნალობის ზოგიერთი მეთოდის შედარებითი შეფასება", დაიცვა 1995 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |