The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლიანა ბურჭულაძე

დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური ფაკულტეტი 1964 ფაკულტეტი.

1962–1963წწ. იყო მარნეულის რაიონის კულარის საექიმო ჯანპუნქტის გამგე; 1963–1964წწ. ამავე რაიონის საავადმყოფოს კლინიკო–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგე; 1965–1968წწ. კასპის რაისაავადმყოფოს თერაპევტი; 1968–1971წწ. თბილისის მე–2 სამშობიარო სახლის ექიმი–კარდეოლოგი; 1971–1972წწ. კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1974 წლიდან მუშაობს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში კურორტული თერაპიისა და რეაბილიტაციის განყოფილების უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1990 წლიდან ხელმძღვანელობს გასტროლოგიურ ჯგუფს. ექიმი–თერაპევტი, კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა ღვიძლის რეგიონალური ჰემოდინამიკის დარღვევისას ფიზიკური თერაპიის გავლენით ქრონიკული არასპეციფიური რეაქტიული ჰეპატიტით დაავადებულებში", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექიმთა პირველი ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კურორტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფიზიოთერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - შრომის ვეტერანის მედალი

ბიბლიოგრაფია