The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბადრი ბურჯანაძე

ბადრი ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქ. ბარნაულის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1976წწ. მუშაობდა ბარნაულის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში; 1976–1979წწ. იყო მოსკოვის II სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის ასპირანტი; 1977–1980წწ. მოსკოვის მე–4 საავადმყოფოს პასუხისმგებელი ქირურგი; 1980–1996წწ. ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი–ორდეინატორი; 1997 წლის მარტიდან ზესტაფონის სააქციო საზოგადოება "ფეროშენადნობთა ქარხნის" მედსანნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგე. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი რაციონალიზატორული წინადადების მსხვილი ნაწლავის გართულებული კიბოს შესახებ. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის გართულებული კიბოს დიაგნოსტიკა"

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალტაის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • მოსკოვის ქირურგიული საზოგადოება, წევრი