Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
უჩა გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის პათომორფოლოგიური განყოფილების გამგე, 1977 წლიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პათანატომიის კათედრის პროფესორი. ხელმძღვანელობდა სიმსივნეების მორფოგენეზისა და ციტოქიმიის პრობლემების შესწავლას, იკვლევდა კანცეროგენეზის უჯრედშიგა მექანიზმებს სხვადასხვა ორგანოში, კიბოს აღმოცენების ადრეულ და დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას. პრაქტიკაში დანერგა ბიოფსიური მასალის ელექტრონულ–მიკროსკოპული რადიოავტოგრაფიული კვლევის მეთოდი. პათოლოგანატომი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1966). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების მორფო–ფუნქციური თავისებურებანი და მისი კავშირი ორგანიზმის შიდა გარემოსთან", დაიცვა 1952 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძუძუს კიბოს და კიბოსწინარე კერების მორფოლოგია და ჰისტოქიმია", დაიცვა 1963 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |