Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
შოთა გამყრელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს. 1948-1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ორდინატორი; 1953–1954წწ. სოხუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954–1959წწ. რესპუბლიკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1959–1973წწ. მთავარი ექიმი; 1973–1992წწ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; პროფესორი. კლინიკური ფსიქოფარმაკოთერაპიის ფუძემდებელი საქართველოში. ავტორია 251 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ფსიქიატრიის პრობლემურ საკითხებს. არის ექიმი–ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სამამულო ომში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს 3 ორდენი და 10 მედალი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ექსპერიმენტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის პათოარქიტექტონიკის მასალები", დაიცვა 1959 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - " ცირკულარულად მიმდინარე მწვავე ატიპიურ აფექტურ ფსიქოზთა კლინიკო–ფსიქოპათოლოგიური თავისებურებანი", დაიცვა 1974 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |