The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შოთა გამყრელიძე

შოთა გამყრელიძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1922
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 2015  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს.

1948-1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ორდინატორი; 1953–1954წწ. სოხუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954–1959წწ. რესპუბლიკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1959–1973წწ. მთავარი ექიმი; 1973–1992წწ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; პროფესორი. კლინიკური ფსიქოფარმაკოთერაპიის ფუძემდებელი საქართველოში. ავტორია 251 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ფსიქიატრიის პრობლემურ საკითხებს. არის ექიმი–ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სამამულო ომში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს 3 ორდენი და 10 მედალი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ექსპერიმენტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის პათოარქიტექტონიკის მასალები", დაიცვა 1959 წელს. 

სადოქტორო დისერტაციის თემა - " ცირკულარულად მიმდინარე მწვავე ატიპიურ აფექტურ ფსიქოზთა კლინიკო–ფსიქოპათოლოგიური თავისებურებანი", დაიცვა 1974 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური ასამბლეა, წევრი
  • ფსიქიატრთა რესპუბლიკური სამეცნიერო–პრაქტიკული საზოგადოება, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1981 - ჭიათურის საპატიო მოქალაქე
  • 1967 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
  • კემბრიჯის უნივერსიტეტის ვერცხლის მედალი

ბიბლიოგრაფია