შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს. 1976–1980წწ. იყო უვაროვის უბნის ექიმ–თერაპევტი, ქიმიური ქარხნის მედ. სან. ნაწილის ექიმი; 1980–1981წწ. სოფელ დილიკაურის (ზესტაფონის რაიონში) ამბულატორიის გამგე; 1981–1982წწ. ზესტაფონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე; 1982–1983წწ. თბილისის N1 მედ. სან. ნაწილის ექიმი–თერაპევტი; 1983–1985წწ. რესპუბლიკური რევმატოლოგიური ცენტრის კლინიკური ორდინატორი; 1985–1987წწ. ართროლოგიური განყოფილების რევმატოლოგიური ცენტრის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; აკად. ვ. წითლანაძის სახელობის საქართველოს სამეცნიერო-პრაქტიკული რევმატოლოგიური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათქა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისტემური სკლეროდერმიის ზოგიერთი ასპექტი საქართველოს რესპუბლიკაში". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |