The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლედი გაჩეჩილაძე

დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1957 წელს.

1958–1960წწ. მუშაობდა ტუპერკულიოზის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტიში; 1960–1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1968–1996წწ. სამედიცინო უნივერსიტეტის, რეანიმატოლოგიისა და ანესთეზიოლოგიის კათედრასთან არსებულ საპრობლემო ლაბორატორიაში; 1996 წლიდან აკადემიკოს ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში. ავტორია 91 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სარძევე ჯირკვლებისა და საკვერცხეების სტრუქტურულ და ზოგიერთ ჰისტოქიმიურ თავისებურებათა შესწავლისათვის კიბოს მაღალი "ა" ხაზის დაუწყვილებელ თაგვებშიუ სინესტროლის ზემოქმედების პერიოდში", დაიცვა 1965 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პათოლოგანატომთა ასოციაცია, წევრი