The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი გეგელაშვილი

გიორგი გეგელაშვილი
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1981 წელს.

1981-1983წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული კლინიკის ნევროლოგიის ინსტიტუტის ორდინატურა; 1984-1990წწ. თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;  1990-1994წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ნევროლოგიის განყოფილება, მეცნიერ-მუშაკი;  1994-1995წწ. დირექტორის მოადგილე, მთავარი ექიმის მოადგილე; 1995-2002წწ. თბილისის "ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრი", მთავარი ექიმი (ნევროლოგიური ბაზა) შეთავსებით მუშაობა; 1989-1993წწ. ბრიტანულ-საბჭოთა ერთობლივი საწარმო "უნიფარმი” - მთავარი კონსულტანტი; 1992-1994წწ. სააქციო საზოგადოება "მედსერვისი" - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ქ. მოსკოვი); 1999-2000წწ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის "წამლის პოლიტიკის" პროგრამის დირექტორი (თბილისი); 2001-2003წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი-ნევროლოგი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)