| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნიკოლოზ ფრუიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1982–1984წწ. იყო სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1984–1987წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1987–1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; 2004-2010წწ. მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური ჰემოდინამიკის თავისებურებანი ახალშობილებში გულის თანდაყოლილი მანკების რადიკალური კორექციის შემდგომ უახლოეს პერიოდში", დაიცვა 1988 წელს. სერტიფიცირებული ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მინიჭებული აქვს ა.ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (მოსკოვი, სსრკ). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მინიჭებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (საქართველო). აქვს ოცდათორმეტი წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება. მუშაობდა თსსუ ჰოსპიტალური ქირურგიის კათერდის ასისტენტად, თსსუ N1 ქირურგიულ კათედრის დოცენტად და პროფესორად. კითხულობდა ლექციებს, ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს.იღებდა მონაწილეობას სცხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს 38 სამეცნიერო ნაშრომი. 2017 წ. 11 მარტს ნიკოლოზ ფრუიძე არჩეული იყო საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლის ქირურგიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად. 2020 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ქირურგიის მიმართულების პროფესორიქნა არჩეული. ასევე დაინიშნა მედიცინის სადოქტორო პროგრამის ხელმძვანელად. იგი არის პრაქტიკოსი კირურგი. ამჟამად აქტიურად მუშაობს ბაქტერიოფაგებით ქირურგიული ინფექციების მკურნალობის საკითხებზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

