შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ცირა გელიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1960–1964წწ. იყო დუშეთის რაისაავადმყოფოს ექიმი ლაბორანტი; 1964–1965წწ. თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1966–1983წწ. აკადემიკოს გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის იმუნოჰემატოლოგიის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983 წლიდან აღნიშნული ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია; 1995 წლიდან თანდაყოლილი და შეძენილი ანემიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის. მიღებული აქვს საავტორო ჯილდო. ექიმი–ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვენური სისხლის ლეიკოკონცენტრატის და ლიმფური კვანძის უჯრედების მორფო–ციტოქიმიური გამოკვლევები ლიმფური სისტემის ავთვისებიანი და რეაქციული დაავადებების დროს", დაიცვა 1981 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |