The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით გელოვანი

დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:ეპიდემიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1979 წელს.

1979 წელს იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის ექიმ–ეპიდემიოლოგი; 1979–1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1982–1990წწ. ეპიდემიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1990 წლიდან ამავე კათედრის დოცენტია; ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის საკითხებს. ექიმი–ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბაქტერიული დიზენტერიის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები საქართველოში", დაიცვა 1988 წელს.

ბიბლიოგრაფია