The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამაზ გელოვანი

დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1938  (87 წლის)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1965წწ. იყო რუსთავის სეს–ი, სამრეწველო ექიმი; 1965–1968წწ. თბილისის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ბიოქიმიის სექტორის უფროსი ლაბორანტი; 1968–1976წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1978წწ. საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ექიმი ბაქტერიოლოგი; 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის კათედრის ასისტენტი; 1996 წლიდან კი– დოცენტი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შრომის ჰიგიენა და მუშათა ჯანმრთელობის მდგომარეობა მიწისქვეშა გამონამუშევრებში ვერცხლის წყლისა და ტყვიის შემცველი დეტონატორების გამოყენებისას", დაიცვა 1978 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰიგიენისტთა საზოგადოება, წევრი