შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მერი გელოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1949–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასპირანტი; 1953–1958წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1968–1961წწ. ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1962 წელიდან იყო საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი; 1968 წლიდან კათედრის პროფესორი; 1973–1994წწ. კათედრის გამგე, 1994 წლიდან კათედრის პროფესორია. ავტორია 138 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 21 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პედიატრიული ნევროლოგიის დაარსება და განვითარება. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები კუჭის სეკრეტორული ფუნქციის შესცავლისათვის ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1953 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის კლინიკისა და პრედნიზოლონით მკურნალობის საკითხისათვის ბავშვებში", დაიცვა 1965 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |