The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სოსო გვაზავა

ოფიციალური სახელი:იოსებ გვაზავა
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს; ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1979 წელს.

1972–1976წწ. იყო მცხეთის რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1976 წლიდან მუშაობდა I კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში; I კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული კლინიკის დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება თავის ტვინის სიმსივნეებს, ნეიროტრავმას, ნეიროანგიოლოგიას და ცეცხლნასროლ ჭრილობებს. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიური გულყრების დიაგნოსტიკური მნიშვნელობა საფეთქლის წილის სიმსივნეებისას მათი შიდაწილოვანი ლოკალიზაციისა და ხასიათის განსაზღვრაში", დაიცვა 1998 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნეიროქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოება, წევრი