The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ქეთევან გველესიანი

დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1919  (106 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს.

1959–1990წწ. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, რესპუბლიკის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში. 1981 წლიდან ითვლება საქართველოს რესპუბლიკის ბავშვთა მთავარ კარდიო–რევმატოლოგად. ავტორია 122 სამეცნიერო ნაშრომის. ეწეოდა სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას კლინიკურ ორდინატორებთან და დისერტანტებთან. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვთა რევმატიზმის მიმდინარეობა პალატისა და აერარიუმის პირობებში ზოგიერთ აზოტოვან ნივთიერებათა დინამიკურ ცვლასთან დაკავშირებით", დაიცვა 1955 წელს.

სადოქტორო დისერტაცია: -"Нарушение окислительно-востановительных процесов и состояния адениловой системы эритроцитов при ревматизме у детей и пути их нормализации", დაიცვა 1973 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო–სამედიცინო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1970 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"