The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



დავით გიგინეიშვილი

დავით გიგინეიშვილი
Date of birth:16 December, 1965  (58 years)
Category:Neurologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1988 წელს.

1989–1991წწ. იყო მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრის ასპირანტი; 1992 წლიდან პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ეპილეფტოლოგიური ცენტრის მეცნიერ–თანამშრომელი; 1998 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტემენტში; 2001–2002 წლები როგორც კიბოს კვლევის საერთაშოირისო სააგენტოს (IARC) სტიპენდიანტმა გაატარა ჯონს ჰოპკინსის ჯანდაცვის სკოლის (ბალტიმორი, აშშ) ონკოეპიდემიოლოგიურ კათედრაზე; 2004 წელს წაიკითხა ლექცია ნეიროფსიქიატრიაში აიჩის სამედიცინო უნივერსიტეტში (ნაგოია, იაპონია); ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელებიც ეხება ეპილეფსიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხს, ეპილეფსიის ნეიროფსიქიატრიულ ასპექტებს, ნევროტულ (სომატოფორმულ) დარღვევებს, ნეიროონკოლოგიის ეპიდემიოლოგიას და სხვა; ხელმძღვანელობს ნევროლოგიაში კლინიკური ორდინატურის ეპილეფტოლოგიურ და ნეიროფსიქიატრიულ მოდულებს; მის სახელს უკავშირდება საქართველოში ნეიროფსიქიატრიის განვითარება და პირველი საპილოტე  ნეიროონკოლოგიური რეესტრის დაარსება. 1985 წლიდან როგორც კინო და შემდგომ მუსიკის კრიტიკოსი აქვეყნებს წერილებს ქართულ პრესაში (2017 წლამდე 50–ზე მეტი), აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ჟურნალში "საქართველოს ბიბლიოთეკა". არის ექიმი–ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპრატამენტის ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძილის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები ისტერიული ნევროზით შეპყრობილ ლატერალიზებული სენსომოტორულ დეფექტის მქონე ავადმყოფებში", დაიცვა 1991 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა – "სომატოფორმული აშლიობანი ნევროოგიურ კლინიკაში", დაიცვა 2006 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის ნევროლოგთა აკადემია (EAN), წევრი (1998-)
  • ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგა (ILAE), წევრი (1998-)
  • ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის ნეიროფსიქიატრიული კომისიის (Commission on Neuropsychiatry of the ILAE) ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების სამუშაო ჯგუფის (PNES Task Force), წევრი (2014-)
  • ეპილეფსიის ევროაკადემია (EUREPA), წევრი
  • კიბოს კვლევის ევროპული ასოციაცია (EACR), წევრი (2004-)
  • საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი (1995-)

Bibliography