შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მიხეილ მიხეილის ძე გიგინეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი 1962 წელს. 1963–1969წწ. მუშაობდა თბილისში კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1970–1983წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის I კათედრაზე; 1983 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. გიგინეიშვილი შეისწავლიდა საშვილოსნოს კუმშვადობის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, სამეანო და გინეკოლოგიურ სისხლდენას, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების ჰიპერპლაზიურ პროცესებს, სიმსივნურ წარმონაქმნებზე ჰორმონების გავლენას და სხვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |