The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კონსტანტინე გიორგაძე

დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:8 დეკემბერი, 2004  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1953წწ. იყო ექიმი, უფროსი ლაბორანტი, 1953–1955წწ. ასპირანტი, 1955–1959წწ. ასისტენტი, 1959–1969წწ. დოცენტი, 1969–1973წწ. რენდგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრის პროფესორი, 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენდგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრის გამგე; ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 10 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. საქართველოს სამედიცინო რადიოლოგიის სკოლის ერთ–ერთი დამაარსებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Функциональное состояние щитовидной железы при гипертонической болезни", დაიცვა 1957 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "Радиоизотопная диагностика функции щитовидной железы", დაიცვა 1960 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია