The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ქეთევან გოგილაშვილი

ქეთევან გოგილაშვილი
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:სტომატოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1986 წელს.

1986–1987წწ. იყო  რესპუბლიკის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი–ინტერნი; 1987–1988წწ. ხაშურის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის  ექიმი–სტომატოლოგი; 1988–1991წწ. მუშაობდა თბილისის N3 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში; 1991-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ლაბორანტი; 1993-1995წწ. ამავე კათედრის სტაჟიორ–პედაგოგი; 1995-2000წწ. აღნიშნული კათედრის ასისტენტი; 2000-2005წწ. დოცენტი; 2005-2006წწ. სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2009წწ. თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2009-2010წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორი; 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2006-2013წწ. სტომატოლოგიური კლინიკა "ცედექსის" კლინიკური ხელმძღვანელი; 2014 წლიდან შპს. ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დამფუძნებელი, კლინიკური ხელმძღვანელი და სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიულ სტომატოლოგიაში; 2016 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. სტაჟირება გაიარა ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტში (საფრანგეთი), მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), პარიზის  უნივერსიტეტები - პარი 6, პარი 8, კარლსრუეს საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია), ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი), ბაშკენტის უნივერსიტეტი (თურქეთი), ესენის საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია). ედინბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრი (შოტლანდია), რომის საპიენცას უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი (იტალია), რიეკას საუნივერსიტეტო კლინიკა (ხორვატია). ავტორია 104 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს 8 სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის: "თერაპიული სტომატოლოგია" (1997), "ენდოდონტია" (1998), "ენდოდონტიის საფუძვლები" (2009), "ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია" (2012), "ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია" (2016), "სტომატოლოგის ასისტენტის სახელმძღვანელო" (2016), "პირის ღრუს ჰიგიენისტის სახელმძღვანელო" (2016), "ბავშვთა და მოზრდილთა ენდოდონტია" (2017). ექიმი-სტომატოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტომატოლოგიური სტატუსის შესწავლა სეფსისით დაავადებულ და სეფსისგადატანილ ბავშვებში", დაიცვა 1994 წელს.

სადოქტორო დისერტაციის ტემა -  "კარიესის ეპიდემიოლოგიური, გენეტიკური და მიკრობიოლოგიური ასპექტები", დაიცვა 2002 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2014-)
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2006-2014)
  • სტომატოლოგიური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო, მდივანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - საერთაშორისო ორგანიზაცია (ABI), ოქროს მედალი
    სტომატოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ALBIUS
    მისამართი:თბილისი, თაბუკაშვილის ქ. 27, 0108
    ტელეფონი:(+995) 322 400 707