Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ამირან გოგოხია![]()
Biographyდაბადების ადგილი: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ფახულანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი 1942 წელს. 1943–1945წწ. იყო სოფელ რუხის(ზუგდიდის რაიონი) და სოფელ ჭალის(წალენჯიხის რაიონი) საექიმო უბნების გამგე, ამავე რაიონის სოფელი ჯვარის საექიმო უბნისა და 10–საწოლიანი საავადმყოფოს გამგე; 1948 წელს იყო წალენჯიხის რაიონის წამყვანი ქირურგი; 1949 წელს მოსკოვის ლევიტის კლინიკის თანამშრომელი; 1956–1974წწ. აკადემიკოს წულუკიძის კლინიკის ასისტენტი; 1988 წლიდან ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უროლოგიური განყოფილების ფტიზიატრი. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მონოგრაფიისა. ექიმი–ქირურგი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიდრონეფროზისა და შარდსაწვეთის ცალმხარეზე გადაკვანძის შემდეგ ჰისტომორფოლოგიური ცვლილებები მეორე თირკმელზე და ზოგიერთ სხვა ორგანოზე", დაიცვა 1956 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის საკითხი ნაწლავის იზოლირებული მონაკვეთიდან", დაიცვა 1973 წელს. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |