შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
შოთა გოგოხია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ფახულანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. 1950-1973 წწ. იყო აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი; 1974-1998წწ. მუშაობდა ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის აფხაზეთის სამედიცინო–დემოგრაფიული ლაბორატორიის გამგედ; 1990 წლიდან იყო საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის დირექტორი; იკვლევდა კურორტოლოგიის, ჯანდაცვის ორგანიზაციის, მედიცინის ისტორიის, ადამიანის ფიზიკური განვითარებისა და გერონტოლოგიის საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; გერონტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1970), პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |