The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი გოზალიშვილი

გიორგი გოზალიშვილი
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.

1980-1982წწ. იყო ლაგოდეხის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების გამგე; 1982-1991წწ. ლაგოდეხის რაიონის მთვარი ექიმის მოადგილე; 1991-1995წწ. მთავარი ექიმი; 1995-1998წწ. ჯანმრთელობის დაცვის კახეთის სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1998 წლიდან ლაგოდეხის რაიონის გამგებელი; 2004-2007წწ. შპს ლაგოდეხის რაიონის ჯანდაცვის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2007-2008წწ. დირექტორის მოადგილე; 2008-2010წწ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გამგებელი; 2010-2012წწ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი