The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი გონჯილაშვილი

დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1928  (96 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თიანეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1952 წელს.

1955–1956წწ. იყო გუდაუთის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1956–1965წწ. გორის ბამბეულ ქსოვილთა კომბინატის სამედიცინო სანიტარული ნაწილის წამყვანი ქირურგი; 1965–1969წწ. გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე; 1969–1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკისწ ასისტენტი; 1972–1981წწ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი; 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკუნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე. ავტორია 63 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციიუს თემა - "რენტგენოლოგიურ და კლინიკურ დიაგნოზთა შედარების საკითხისათვის წყლულოვანი დაავადების დროს", დაიცვა 1963 წელს.