შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მანანა გორგოშიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1975წწ. იყო ხაშურის რაიონის ექიმი–ორდინატორი; 1975–1978წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ექიმი–რეანიმატოლოგი; 1978–1981წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981–1984წწ. კათედრის ასისტენტი; 1984 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი თერაპევტ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატის ანტიოქსიდანტური აქტივობა გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა კლინიკური ფორმების დროს", დაიცვა 1984 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |